საერთაშორისო ფესტივალი ტრანს/მისიები - აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა ჟეშუვი-ბათუმი-ოდესა-ვილნიუსი

  22 აგვ 2019

საერთაშორისო ფესტივალის „ტრანს/მისიები - აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა“ ფართო მასშტაბიანი პროექტია, რომელიც უპირველესად ფოკუსირდება დრამატულ ხელოვნებაზე, მაგრამ ასევე წარმოადგენს სხვა თეატრალურ ფორმებსაც. ეს სახელოვნებო პროგრამა ასევე მოიცავს კონცერტებს, ფილმების ჩვენებას, გამოფენებს, მსახიობებთან შეხვედრებს. ფესტივალის დამაარსებელია ოთხი პარტნიორის საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა:

  • პოლონეთი: ვანდა შიმანოვსკას სახელობის თეატრი - ქ. ჟეშუვი
  • საქართველო: ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ქ.ბათუმი
  • უკრაინა: ვ. ვასილკოს სახელობის აკადემიური უკრაინული მუსიკისა და დრამის თეატრი - ქ.ოდესა
  • ლიეტუვა: ლიეტუვას “Na Pohulance” თეატრი - ქ.ვილნიუსი

ფესტივალის მთავარი მიზანია იდეების, კულტურათა და გამოცდილების გაცვლა. მისი ხასიათი უმეტესად განისაზღვრება ინოვაციური თვალსაზრისებით და იმ გამოწვევებისადმი ღიაობით, რომლებსაც გვიყენებს თანამედროვე სამყარო. თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც თეატრალურ მაყურებლამდე მისვლა, ისევე კულტურული ცხოვრების ყველა მონაწილისადმი. ღონისძიებამ თავი უნდა მოუყაროს არა მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, არამედ განსხვავებული საჭიროებისა და ინტერესების მქონე ადამიანებს. სახელოვნებო განზომილებასთან ერთად, ფესტივალი დიდი იდეოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია. იგი აკავშირებს საქართველოსა და უკრაინას კულტურულ ოთხკუთხედთან და ევროპული თანამეგობრობის ორ წევრს (პოლონეთი, ლიეტუვა). ყველა პარტნიორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გეოგრაფიული და კულტურული საზღვრები. ფესტივალის ინოვაციური ბუნება შესაძლოა გახდეს შემდგომი ახალი აქტივობების ინსპირაციის წყარო კულტურულ და სოციალურ სფეროში.