ქართული თეატრის დღე #2020

  14 იან 2020

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმის დრამატულ თეატრში სადღესასწაულო მიღება გაიმართა, რომელსაც რეგიონში მოქმედი თეატრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა პროფესიული დღესასწაული თეატრების ღვაწლმოსილ მსახიობებს მიულოცა და საზეიმოდ დააჯილდოვა. ესენია: მანუჩარ შერვაშიძე, ნინო საკანდელიძე, ბერდია ინწკირველი, ნუნუ ხინიკაᲫე, ავთანდილ ქარჩავა, მაია ცენცხლაძე.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში დაცული უნიკალური აფიშების(რეპროდუქცია) გამოფენა, რომელის შემდეგაც გაიმართა ანდრო ენუქიძის „ხანუმა“-ს ჩვენება.