განცხადება - დისტანციური შრომის პროცესზე გადასვლასთან დაკავშირებით

  13 მარ 2020

ჯამრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2020 წლის 11 მარტს, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების მაშტაბების გათვალისწინებით პანდემია გამოაცხადა. 

საქართველოის მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2020 წლის 12 მარტის სხდომაზე მიღებულ იქნა ახალი რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად გასატარებელი ღონისძიებათა და მათ შორის დისტანციურ შრომის პირობების შესახებ.  

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სხვა სამსახურების მსგავსად ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ვიმყოფებით დისტანციური შრომის პირობებში. შეწყვეტილია სპექტაკლების გამართვა, რეპეტიციები(პარალელურად მიმდინარეობდა ოთხ სპექტაკლზე მუშაობა), ხოლო ადმინისტრაციას შეგვიძლია დავუკავშირდეთ თეატრის საკონტაქტო ნომრებსა და ელექტრონულ მისამართზე 577 980 886 | 555 366 399 info@batumitheatre.ge

ზემოთ თქმული შრომის პირობები მოქმედებს აღნიშნული საკითხის ახლებურად რეგულირებამდე.