სატელევიზიო პრემიერა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელევიზია და რადიოს ეთერით

  28 ივლ 2020

ბათუმის დრამატული თეატრი მუშაობს სპექტაკლის – ,,ბოლო გაჩერება“ გაახლებაზე, მაგრამ covid ინფექციის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, თეატრი ვერ შეძლებს მაყურებლის საპრემიერო ჩვენებაზე მიღებას. სპექტაკლი გაიმართება ცარიელ დარბაზში ტელეკამერების წინ. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბათუმის დრამატული თეატრისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლთან არსებული, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე. რეჟ. გაგა გოშაძე (ნიკოლას ე. ბრაერი კინოსცენარის მიხედვით, კინოსცენარი თარგმნა ზურაბ გოშაძემ)

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
პირველი ხულიგანი-დავით ჯაყელი, მეორე ხულიგანი-მამუკა მანჯგალაძე, მაწანწალა-ზურაბ ქავთარაძე, მსუქანი მამაკაცი - ტიტე კომახიძე, მსუქანი მამაკაცის ცოლი-ნინო კვიტაიშვილი, მარინა ბურდული, ბიჭი-დავით დიასამიძე, გოგო- მერი ნაკაშიძე, მოხუცი- მანუჩარ შერვაშიძე, ნოდარ იაკობაძე, მოხუცის ცოლი - ნანა კიკვაძე , მამაკაცი გაზეთით- ლევან თედორაძე, კახა კობალაძე, მუსიკოსი- ლაშა კონცელიძე, ისტორიის მასწავლებელი- ზაზა ზოიძე, ისტორიის მასწავლებლის შვილი- დიანა ჩახუნაშვილი, პირველი ახალწვეული - თოთი ბარამიძე, მეორე ახალწვეული - გიორგი ყურავა. 

სპექტაკლის პირდაპირი ტრანსლირება შედგება, მიმდინარე წლის 28 ივლისს 21 საათსა და 20 წუთზე.