ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალი

  21 აგვ 2020

დაიწყო ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარება, ახალგაზრდა დრამატურგების, მსახიობებისა და რეჟისორების წარმოჩენა/განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება. ასევე თეატრში ლაბორატორიულ-კვლევითი პროცესებისა და თანამედროვე ექსპერიმენტალური თეატრალური ესთეტიკის განვითარების ხელშეწყობა. 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ვორგშოპები დამწყებ დრამატურგთათვის. ვორგშოპებს გაუძღვება მოწვეული ცნობილი დრამატურგები. 6 შერჩეული სპექტაკლის ჩვენება მოხდება 2 დღის განმავლობაში - 20 და 21 ოექტომბერს. ფესტივალის დასასრულს, 21, 22 ოქტომბერს სახვადასხვა სივრცეში წარმოდგენილი იქნება 6 საუკეთესო მონოპიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი. 

ფესტივალის პარტნიორია ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.