პრემიერა - ,,კლაკისური კოპროდუცენტის ანბანი“

  18 დეკ 2020

ტექსტის ავტორი: კატაჟინა კნიხალსკა

მონტაჟი: კაროლ ბუდრევიჩი

ანიმაცია: ბარტოშ ბულანდა, მარიუშ ვოლანსკი

რეჟისორის ზედამხედველობა: იაცეკ გლომბი.

მუსიკა: ბარტოშ სტრაბუჟინსკი

სცენოგრაფის ზედამხედველობა: მალგოჟატა ბულანდა

ფოტოები: გუნდური რეალიზაცია

თარგმანი: თათია ამბარდნიშვილი

კატაჟინა კნიხალსკას პიესის მიხედვითა და იაცეკ გლომბის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის ,,კლასიკური კოპროდუქციის“ პრემიერა 2019 წლის ოქტომბერში, ბათუმში შედგა. საქართველოში მისი კიდევ ერთხელ ჩვენება 2020 წელს იგეგმებოდა. სამწუხაროდ, პანდემიის განვითარებამ აიძულა პროექტის რეალიზატორები კრეატიული ფორმით შეეცვალათ გეგმები.  თუ ქართველ მაყურებელთან და ჩვენს მეგობარ მსახიობებთან პირისპირ შეხვედრა ვერ ხერხდება, მაშინ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ისეთი ფორმით, როგორიც ამჟამად ხელმისაწვდომია, ანუ ინტერნეტის დახმარებით.

სწორედ ასე დაიბადა თეატრალური ,, making off-ის“შექმნის აზრი. ,,კლასიკური კოპროდუქცია“ არის სპექტაკლი, რომელიც შეგვიძლია ამ ფორმას იდეალურად მოვარგოთ. თავად სპექტაკლის სათაური თავის თავში მოიცავს ერთგვარ მეტათეატრალურობას - ეს არ არის მონათხრობი მხოლოდ ორ ქვეყანასა და მის მაცხოვრებლებზე, არამედ ორი სამსახიობო ჯგუფის პირისპირ შეხვედრაზე, კოპროდუქციაზე მუშაობის პროცესში განვლილ საინტერესო და რთულ  თავგადასავალზე. 

,,კლაკისური კოპროდუცენტის ანბანი“ აგებულია ორივე ქვეყნისთვის დამახასიათებელ თავისებურ იუმორზე  (რომლის მიმართაც ორივე მხარემ, მეტნაკლებად, მსუბუქი მიდგომა გამოიმუშავა). თემატიკა არ უვლის გვერდს პირველადი სპექტაკლის ისეთ რთულ და მტკივნეულ საკითხებს, როგორებიცაა: ომი, სხვადასხვა ტრავმა თუ ეროვნული სისუსტეები. ეს ყველაფერი ერთ დიდ, მეგობრობის ჩარჩოშია მოქცეული, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, დროდადრო რთული თანამშრომლობის მიუხედავად, რა ჰქვია იმ ამოუცნობ ფენომენს, რომელიც აჩენს ძაფს ქართველებსა და პოლონელებს შორის და რომლის წყალობითაც ორი ერის ყოველი მორიგი შეხვედრა გულწრფელი და ხანგრძლივი კეთილგანწყობით სრულდება.

პრემიერა 2020 წლის 18 დეკემბერს, 19:00 საათზე (პოლონური დროით) თეატრ მოდჟეიევსკას Youtubeარხზე, ხოლო 22:00 საათზე (ქართული დროით) ბათუმის დრამატული თეატრის Youtubeარხზე შედგება.