თეატრის საერთაშორისო დღე

  27 მარ 2021

27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა.  ეს დღე 1961 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება, მას შემდეგ რაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის მეცხრე კონგრესმა ღია წერილით მიმართა თეატრის მოღვაწეებს, წელიწადში ერთხელ თეატრალთა პროფესიული დღესასწაული 27 მარტს აღენიშნათ.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მსოფლიოს სხვა თეატრებთან ერთად აღნიშნავს სათეატრო ხელოვნების საერთაშორისო დღეს. მიუხედავად კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, ჩვენი თეატრს არ შუჩერებია შემოქმედებითი საქმიანობა. აღნიშნულ პერიოდში (დადგენილი რეგულიაციების დაცვით) მომზადდა არაერთი შემოქმედებითი პროექტი, მიმდინარეობდა ახალი რეპერტუარის ფორმირება, კოსტიუმებზე და დეკორაციებზე მუშაობა, ექსპერიმენტის სახით ღია სივრცეში გაიმართა სპექტაკლები, სატელევიზიო ეთერის საშუალებით ათობით ათასმა მაურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა თეატრალური წარმოდგენები და სხვა. თეატრი მომავალშიც არაერთ სიახლეს შეთავაზებს თავის ერთგულ მაყურებელს.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ულოცავს თეატრის მოღვაწეებსა და მაყურებელს თეატრის საერთაშორისო დღეს.