მამუკა მანჯგალაძე

2006 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1985 წლის 25 ივნისს. 2006 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, პედაგოგი - ლევან მირცხულავა.

მნიშვნელოვანი როლები:

დონალდ კარნი (ბილოქსური ბლუზი); ლაგაზი (ლამარა); აჩიკო (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში); ნუგზარი (ნუგზარი და მეფისტოფელი); ფლორინდო არეტუზი (ორი ბატონის მსახური); იმარინდო (ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით); ნიკოლო (მოხუცი ჯამბაზები); ძაღლი (ერთი უბრალო ამბავი); ზურაბ გორგილაძე (არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა); ბიჭი (ბოლო გაჩერება); ლაგაზი (ლამარა);  ბიჭი (ღამის პორტიე); ზვიადაური (სტუმარ–მასპინძელი); ბიჭი (ზამთრის  ზღაპარი); შვილიშვილი (სინდრომი, ანუ ვისუგალობ ვისაო?!); დენი (უფრო ახლოს); რენე ამბერი (ედიტ პიაფი); მარეკი (სასტუმრო ჰაიფა); ქოული (კილი და დუ); სგანარელი (სიყვარულის ფორმულა, ანუ დონ ჟუანი); პრინცი (კონკია); კოტე (ხანუმა); დაჩი (სადღაც ცისარტყელას მიღმა); ჯიმი (მინის სამხეცე), ლუკა (თამაში), შალვა (სოფელსა შინა)

კოხტაია (რაც გინახავს ვეღარ ნახავ) უმცროსი წერტილი (უვხო ცის ქვეშ) პოლკოვნიკი ანთაძე (1902 ბათომსი) მღვდელი (დედა კურაჟში) ქმარი (კედელი)

ჯილდოები:

2007 წელი - აჭარის თეატრალური საზოგადოება - პრემია ნუგზარის როლის შესრულებისათვის სპექტაკლში "ნუგზარი და მეფისტოფელი";

2008 წელი - აჭარის თეატრალური საზოგადოება - პრემია ფლორინდოს როლის შესრულებისათვის სპექტაკლში "ორი ბატონის მსახური";

2008 წელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯილდო - წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი.