დავით წერეთელი

2006 წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1985 წლის 16 ოქტომბერს. 2007 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსა და დრამის ფაკულტეტი,  პედაგოგი - ვაჟა ბიბილეიშვილი.

მნიშვნელოვანი როლები:

ბესო (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში); მზარეული (მამურე); კობოლტი (ნუგზარი და მეფისტოფელი); აქტივისტი (ზვავი); პანტალონეს ოჯახის წევრი (ორი ბატონის მსახური); ექიმი სერჟანტი (მაკბეტი); ბაღათურთ არხანისძე (სამშობლო მცირეთა და მრავალთა); შვილი (უდღეური დღეობა); (მოხუცთა თავშესაფარი); ზუკა (31 ივნისი); რობერტი (ოჯახური იდილია); ბიჭი (მარივოს სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი); ძმა (კონკია); ცირკის დირექტორი (პეპი გრძელიწინდა); გიმნაზიელი ბიჭი (ხანუმა); გიგი (სოფელსა შინა), ფიცხელა (რაც გინახავს ვეღარ ნახავ). პაატა (ბანკომატი). გასტონი (ურჩხული და მძეთუნახავი).

ჯილდოები:

2014 წელი - 24 საათიანი ფესტივალი - მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.