სესე მიქავა

2000-2004, 2018 წლიდან წლიდან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი

დაიბადა 1975 წლის 21 თებერვალს. 2000 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსა და თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი.

მნიშვნელოვანი როლები: 

ვიკოვსკი ჯოზეფ (ბილოქსი ბლუზი); თორღვაი (ლამარა); წამყვანი (ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს); სეფე ("KLDIASHVILI.GE#იმედითადამოთმინებით); გიჯუა (რაც გინახავს ვეღარ ნახავ). თავადი მამუკა (სოფელსა შინა).

2004 წლიდან 2010 წლამდე  სოხუმის კ.გამსახურდიას სახელობის  სახელმწიფო დრამატულითეატრის მსახიობი

სოხუმის თეატრი: ონისიმე (დარისპანის გასაჭირი); მგზავრი (ადრენალინი); თადა ლანდია (ეწერში მდგარი თხმელა); ქართველი სამხედრო ოფიცერი (ჩვენ დავბრუნდებით);

2010 წლიდან 2018 წლამდე ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.

ზუგდიდის თეატრი: აფხაზი ბოევიკი (ენგურს გაღმა სამშობლოში); კაკუტა–„ყვარყვარე თუთაბერი“; მაგი– „მაგიის საოცრებანი“; ერასტი–„ხორუმი ქართული ცეკვაა“; ნოდარი–„დაბრუნება“; თავადი ლუარსაბი–„მარად და ყველგან“; რეჟისორი–„თეატრი“; რაბინი- „ტოიბელე და მისი დემონი“; ქმარი- „ცილინდრი“.

გადაღებულია ფილმებში: 

მწერალი–“77L”; გელა–„ზეციური დუმილი“; თვითმკვლელი –„წითელი ფაუსტი“; აზამატი – „ბილეთი ჰარამხანაში“(მოსფილმი,რუსულისერიალი.); კლუბის მეპატრონე; „შუა ქალაქში ათი წლის შემდეგ“(სერიალი.); ფრიდრიხი „ჩემი ცოლის დაქალები“ (სერიალი); ხუსო - „ცხელი ძაღლი“;  ტაქსისტი- პაემანი (მოსფილმი).