კონკია

კომედია ერთ მოქმედებად

პიესის ავტორი – ადამ პეკი
თარგმნა – დავით გაბუნიამ

რეჟისორი – ქრესიდა ბრაუნი (დიდი ბრიტანეთი)
მხატვარი – თამარ ჭავჭანიძე
მუსიკალური გაფორმება – ვერა ყიფიანი
რეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
კონკია – მერი ნაკაშიძე
პრინცი – მამუკა მანჯგალაძე
დედინაცვალი, მამა – გიორგი ფირცხალაშვილი
დედოფალი, და – დიანა ჩახუნაშვილი
ძმა – დავით წერეთელი, თორნიკე ბარამიძე

 

სპექტაკლი განხორციელდა ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – "თეატრებსა და მუსიკალურ ცენტრში მენეჯმენტისა და შემოქმედებითი პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობა" ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში თანამშრომლობით.


ეს არის ,,კონკიას’’ თანამედროვე ვერსია, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა ქრესიდა ბრაუნმა დადგა ბათუმის დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“. პიესის აღნიშნული ვერსია, ასევე ბრიტანელ ხელოვანებს სელი ქოქსონს და ადამ ფექს ეკუთვნით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ვერსია თანამედროვე ოჯახზე, სიყვარულზე, ახლებურად დანახულ მარადიულ ღირებულებებზე.

სპექტაკლში მაყურებელი თავად ხდება მონაწილე კონკიას თავს დატეხილი მწუხარების, სიძულვილის, ეჭვიანობის, გარიყულობის, შურისძიების, გადარჩენისთვის ბრძოლის, სიყვარულის და რა თქმა უნდა ჯადოსნური თავგადასავლის! ბრიტანელი რეჟისორი რესიდა ბრაუნი „კონკია“–ს თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობს ბათუმელ თეატრის მოყვარულებს.