კილი და დუ

დრამა ერთ მოქმედებად
თარგმნა ქეთი დოლიძემ

დამდგმელი რეჟისორი – ქეთი დოლიძე
მხატვარი – მამუკა ტყეშელაშვილი
კოსტიუმების დიზაინერი – გოგა ნიქაბაძე
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
კილი – მერი ნაკაშიძე, თამარ ბზიავა
დუ – ქეთევან ეგუტიძე
ვოლტერი – ზურაბ ქავთარაძე
ქოული – მამუკა მანჯგალაძე
ავტორი – ტიტე კომახიძე


ჯეინ მარტინის პიესა –„კილი და დუ“, რომელიც ქეთი დოლიძემ აირჩია ბათუმის „ახალ სცენაზე “ დასადგმელად, მრავალ მტკივნეულ, დასაფიქრებელ კითხვას სვამს მკითხველისა თუ მაყურებლის წინაშე: მიტევებათუარპატიება? სიცოცხლის დაბადება თუ მოძალადისგან ჩასახული ნაყოფის მოშორება? რელიგიური ფანატიზმი თუ ადამიანური შემწყნარებლობა? . . .

კილის არ სურს შვილის გაჩენა მოძალადისგან, დუკი სწორედ ამას აძალებს კილის, ბორკილითაც აბამს საწოლზე, ატუსაღებს, რათა კილიმ ნაყოფი შეინარჩუნოს, ცოდვას განერიდოს, სიცოცხლე შვას . . .

რითი დასრულდება ეს დრამატული ისტორია, რა განასხვავებს, ამავე დროს, რა აკავშირებს სხვადასხვა ასაკის ორ ქალს – კილის და დუს ? . . .