KLDIASHVILI.GE #იმედითადამოთმინებით .

დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით ერთ მოქმედებად

რეჟისორი – ანდრო ენუქიძე
მხატვარი – ვერა ყიფიანი
მუსიკალური გაფორმება – თენგიზ შამილაძე, ლაშა შეროზია
რეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი, თეონა ლორთქიფანიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :
მაია - ლია აბულაძე, ტუფია - ანი ცეცხლაძე, ნატალია - ხატია ფოფხაძე, სოფლის გიჟი - ზურა ქავთარაძე, ილია - დავით ჯაყელი, ამირანა - მანუჩარ შერვაშიძე, პავლია - ავთანდილ ქარჩავა, ლომინა - ჯემალ ველიაძე, ნიკო - ნოდარ იაკობაძე, სერაფიონი - დიმა მელია, რომანოზა - გოგიტა მეგრელიძე, ვასილ - ლევან თედორაძე, სეფე - სესე მიქავა, თებროლე - ნატო გოგიტაური, დაცვა - გიორგი ფირცხალაშვილი.


კლასიკა არ ბერდება.
უკვდავია დავით კლდიაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც ღიმილნარევი სევდითა თუ მძაფრი ადამიანური ტკივილებითაა აღბეჭდილი და ყველა დროში პოულობს გამოძახილს . . .
ნიშანდობლივია, რომ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანდრო ენუქიძემ კლასიკურ რეპერტუარზე შეაჩერა არჩევანი.
თეატრის განახლებულ კედლებში ჩვენი დიდი კლასიკოსის მარად ცოცხალი სიტყვა დაისადგურებს და კიდევ ერთხელ განისაზღვრება კლდიაშვილისეული იმედის ძალა და მოთმინების საზღვარი.