ელექტრას ომი

ერთ მოქმედებად

რეჟისორი და სცენოგრაფი - გურამ მაცხონაშვილი
კომპოზიტორი - ერეკლე დეისაძე
რეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ელექტრა - მეგი კობალაძე
კლიტემნესტრა - ლია აბულაძე 
ორესტე - გიორგი ყორღანაშვილი 
ეგისთე - დიმიტრი მელია
ქრიზოთემისი - ანანო იაშვილი
პოლიქსენა - თაკი მუმლაძე 
გუშაგი 0.1 - ნატო გოგიტაური
გუშაგი 0.2 - ნინო კვიტაიშვილი 


ჩვენ — მსახიობები, რეჟისორი, მხატვრები, კომპოზიტორი, განათებისა და ხმის დიზაინერები, ჩვენ, ვინც ახლა ბათუმის დრამატული თეატრის ამ ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ვიკვლევთ თემას, რომელიც არასდროს „გადადის მოდიდან”, სამწუხაროდ. ჩვენ ვიკვლევთ ომს სროლების, დასვრილი ტანსაცმლის, ტელევიზორებიდან გადმოღვრილი ახალი ამბების გარეშე. ელექტრა წერილს გზავნის ღამის კოსმოსში და ტანზე “Balenciaga”-ს დიდი, შავი კაბა აცვია: 

,, მე და შენ ყველაფერს გავაჩუქებთ და პატარა ქოხს ავაშენებთ იმ კლდესთან, სადაც ბავშვობაში გვითამაშია. ის ადგილი ჩვენთვის შემოვინახე, ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ჩემს მკლავებს მოგცემ, რომ იბრძოლო. ჩემს თვალებს, რომ შეიცნო. ჩემს პირს, რომ ილაპარაკო. ფეხებს მოგცემ სარბენად და ტუჩებს საკოცნელად, - თუ თვითონ ვეღარ შეძლებ. ყველაფერს მოგცემ, ოღონდ დაბრუნდი, ორესტე, დამიბრუნდი. და უგემრიელეს ერბოკვერცხსაც შეგიწვავ!’’