ბოლო გაჩერება

ნიკოლას ე.ბრაერის კინო სცენარის მიხედვით

რეჟისორი - გაგა გოშაძე
მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე
მუსიკალური გაფორმება - თენგიზ შამილაძე, გაგა გოშაძე
რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
პირველი ხულიგანი - დავით ჯაყელი, მეორე ხულიგანი -მამუკა მანჯგალაძე, მაწანწალა - ჯემალ ველიაძე, მსუქანი მამაკაცი - დიმიტრი მელია, მსუქანი მამაკაცის ცოლი - ნინო კვიტაიშვილი, ბიჭი - გიორგი ყურავა, გოგო - მერი ნაკაშიძე, მოხუცი - ავთო ქარჩავა, მოხუცის ცოლი - ნანა კიკვაძე, მამაკაცი გაზეთით - ლევან თედორაძე, მუსიკოსი - ლაშა კონცელიძე, ისტორიის მასწავლებელი - ზაზა ზოიძე, ისტორის მასწავლებლის ცოლი - დიანა ჩახუნაშვილი, პირველი ახალწვეული - თორნიკე ბარამიძე, მეორე ახალწვეული - მიშა ღომიძე.


ანოტაცია:
კინოხელოვნება ხშიად მიმართავს თეატრისათვის შექმნილი პიესების ეკრანიზაციას. არცთუ იშვიათად პირიქითაც ხდება. 
რეჟისორმა გაგა გოშაძემ ნიკოლაუს რ.ბრაერის კინოსცენარზე - „ინცინდენტი, ანდა შემთხვევა მეტროში“ შეაჩერა არჩევანი, რის მიხედვითაც გახმაურებული ფილმი შეიქმნა ჰოლივუდში. 
სპექტაკლი - „ბოლო გაჩერება“ 2011 წელს დაიდგა ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და იმთავითვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება მძაფრი სიუჟეტითა და დრამატული სიტუაციით, რომელიც მატარებლის ერთ ვაგონში ვითარდება . . .