ბათუმის დრამაული თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქანთარიამ თავის პირველ წარმოდგენად ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის პიესა „შერცხვენილნი“ აირჩია. ამ პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რეჟისორმა ახალი სათაური - „სოფელსა შინა“ მოუძებნა.
მძაფრი სიუჟეტი, მკაფიოდ დახატული პერსონაჟები, ამბის ჯავახიშვილისეული სიღრმე, სოციუმის ფართო სპექტრი, ნათლად საგრძნობი სიმბოლიკა, რაც საქართველოს ბედზე დააფიქრებს მაყურებელს, ესაა ის შემოქმედებითი ხიბლი და ინტრიგა, რასაც მომავალი სპექტაკლი გვთავაზობს.
კლასიკა მარად თანამედროვეა . . .