რეპერტუარი

  • დედა კურაჟი


  • ავტორი: ბერტოლტ ბრეხტი
  • რეჟისორი: გაგა გოშაძე
  • ქრონომეტრაჟი: 160 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 15 ოქტ 2022

ორ მოქმედებად

დედა კურაჟი - მარინა ბურდული

კატრინი, კურაჟის მუნჯი შვილი - ხატია ფოფხაძე 

აილიფი, კურაჟის უფროსი შვილი - გიორგი ყურავა

შვაიცერკასი, კურაჟის უმცროსი შვილი - ზურაბ გორგილაძე 

ფელდფებერი - ავთო ქარჩავა

დამქირავებელი - ლაშა კონცელიძე

ლაშქრის მოძღვარი - მამუკა მანჯგალაძე

მზარეული - კახა კობალაძე

მხედართმთავარი - ზაზა ზოიძე

ინტენდანტი - მიშა ღომიძე

ივეტა პოტიე - თამარ მაყაშვილი

მოხუცი პოლკოვნიკი - ნოდარ ძიძიგური

პროპორშჩიკი - გიორგი ფირცხალაშვილი

გლეხი - ჯემალ ველიაძე

გლეხის ცოლი - ლია აბულაძე

გლეხის შვილი - ტამანგო ჯღერია 

მეორე ფელდფებელი, ინტენდანტი - დავით წერეთელი

ჯარისკაცები - დავით მამრიკიშვილი, კახაბერ ბრეგაძე, ჯაბა მორჩილაძე, ირაკლი ურუშაძე 

  • სტუმარი


  • ავტორი: (ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით)
  • რეჟისორი: დავით საყვარელიძე
  • ქრონომეტრაჟი: 90 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 23 სექ 2022

პიესის გადმოქართულებული ვერსიის ავტორი: ლაშა იმედაშვილი

ჯონ ბოინტონ პრისტლის ეს კლასიკადქცეული ნაწარმოები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხორციელებულ დადგმებს შორისაა. არსებობს პიესის არაერთი წარმატებული ეკრანიზაციაც. ეს პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ პიესაში დასმული პრობლემები და გამოწვევები მარადიულია და ყველა დროსა თუ სივრცეში გვხვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩვენ გადავწყვიტეთ პიესის მოქმედების დრო და ადგილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში გადმოგვეტანა და ამით, ქართველი მაყურებლისთვის ინგლისში მომხდარი ამბავი უფრო გასაგები გაგვეხადა. პიესაში დასმულ პრობლემებს ეპოქალურმა ცვლილებებმა ვერაფერი დააკლო. ეს პრობლემები დღესაც არსებობს და ისინი მხოლოდ ლოკალური ხასიათის არ არის, შეიძლება ითქვას - ზოგადსაკაცობრიოა. ჩვენც სწორედ იმ საკაცობრიო პრობლემების გაცხადება გვსურს, რომელიც ქართულ რეალობაშიც მრავლადაა.

სპექტაკლი დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მერიის მიერ

  • მეტრონომი ანუ ხუთი შეხვედრა და არც არაფერი . . .


  • ავტორი: თამარ ბართაია
  • რეჟისორი: მერაბ ლებანიძე
  • ქრონომეტრაჟი: 60 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 02 ივნ 2022

ერთ მოქმედებად

რეჟისორმა მერაბ ლებანიძემ თამარ ბართაიას პიესაზე - ,,ხუთი შხვედრა და არც არაფერი...“ გააკეთა არჩევანი. მინიმალისტური ხერხით შესრულებული, მელოდრამატული ჟანრის ისტორია ქალისა და მამაკაცის ხუთ შეხვედრაზე გვიამბობს, სადაც ერთი შეხედვით მართლაც ,,არც არაფერი ხდება“, მაგრამ, სინამდვილეში, ადამიანური ურთიერთობების, ადამიანის ფსიქოტიპის დაფარულ, აუხსნელ შრეებს ეხება და ,,არაფრიდან“ ძალიან საინტერესო, მრავალმხრივ საგულისხმო თეატრალურ ამბავს გადმოგვცემს.

  • მე, ფოიერბახი


  • ავტორი: ტანკრედ დორსტის პიესის მიხედვი
  • რეჟისორი: გიორგი ქლაინი
  • ქრონომეტრაჟი: 50 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 22 იან 2022

ერთ მოქმედებად

ხშირად თეატრში მოსულ მაყურებელს იმ პროცესებზე, რომელიც თეატრში ხდება სრულიად სხვაგვარი შეხედულება აქვს; სწორედ ამიტომაა თეატრი საინტერესო, რომ სცენაზე ხდება ადამიანების გარდასხვა ისე, რომ ჩვენ მათ პერსონაჟებად ვიცნობთ და იშვიათად თუ დავფიქრებულვართ როგორი ცხოვრება აქვთ რეალურად როლს გარეთ მყოფ ადამიანებს, რომელთა პროესიაც მსახიობობაა; რა ხდება მაშინ, როდესაც თეატრში მაყურებელი არ არის?! რა პრობლემებს აწყდებიან მასში მომუშავე ადამიანები?! რა კანონზომიერებას უწესებს თეატრი მათ?! ვის აქვს თეატრში არსებობის უფლებ?! ჩვენ - სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სპექტაკლზე მოსულ მაყურებელს გავცეთ პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რომელიც უკავშირდება თეატრს და მასზე უზადოდ შეყვარებულ ადამიანებს.

  • თამაში


  • ავტორი: პაოლო ჯინოვეზეს მიხედვით
  • რეჟისორი: დავით დოიაშვილი
  • ქრონომეტრაჟი: 180 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 20 ოქტ 2021

ორ მოქმედებად

როგორ დაგვიზოგა დრო და თან როგორ გაგვაშიშვლა თანამედროვე ტექნოლოგიებმა! ერთ გაჯეტში ჩატეული თითოეული ადამიანის დაფარული ცხოვრება, ამბები, ვნებები, რომელიც ახლის დაწყების და ძველის ნგრევის საწინდარია. ხელის გულზე დადებული მობილურები უფრო მეტს ამბობენ უკვე ჩვენზე, ვიდრე თავად ჩვენ და ჩვენი ცხოვრების წესი. ეს ყველაფერი კი, შეიძლება ერთ მშვენიერ საღამოს ხუმრობა-ხუმრობით, უახლოესი მეგობრების და დიდი ხნის ურთიერთობების დასასრული აღმოჩნდეს. უზარმაზარი ნაპრალი-ნდობაში და ეჭვი-საკუთარ ავთენტურობაში -გვეწვიეთ ასეთ საღამოზე -ბათუმის თეატრში...