თეატრალურ ნიღაბს ორი სახე აქვს, ერთი ტირის, მეორე - იცინის. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქანთარიამ ამჯერად თეატრალური ნიღბის ის მხარე აირჩია, რომელიც მაყურებელს აღიმებს, მეტიც შეილება ითქვას, გულიანად ახარხარებს, რადგან ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ავქსენტი ცაგარელის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ უნდა განხორციელდეს. დასამახსოვრებელი ხასიათები, ჩამთრევი სიუჟეტი, ფერადოვანი სამყარო, კომედიისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე, რაც ასე იზიდავს თეატრალური ხელოვნების ჭეშმარიტ მოყვარულებს. გილოცავთ ამ ახალ თეატრალურ ფოიერვერკს . . .