"სოფელსა შინა" | თელავის დრამატულ თეატრში

  23 მაი 2023

მიხეილ ჯავახიშვილის პიესის „შერცხვენილნი“-ს მიხედვით

ორ მოქმედებად

რეჟისორი - ალექსანდრე ქანთარია

მხატვარი - გოგლა გოგიბერიძე

კომპოზიტორი - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი

ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე

რეჟისორისთანაშემწე - ზვიად მურვანიძე

                                         

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

შალვა – მამუკა მანჯგალაძე; გიორგი აბელაშვილი – ავთანდილ ქარჩავა; მაიკო – ლია აბულაძე; ესტატე – ტიტე კომახიძე; ბაბალე – ქეთევან ეგუტიძე; ელენე – თამარ ბოლქვაძე; ვანო – ლაშა კონცელიძე; ტასო – მარიამ გოგეშვილი; ექიმი გელაშვილი – ზაალ გოგუაძე; ქაიხოსრო – დავით ჯაყელი; სანდრო – კახა კობალაძე; თავადი ლუარსაბიძე – ნოდარ იაკობაძე; თავადი მამუკა – სესე მიქავა; გიგლა – ლევან თედორაძე; კოტე – გიორგი ყურავა; გიგო – დავით წერეთელი; მიტრო – ჯემალ ველიაძე; ჯიბო – მიშა ღომიძე; გლეხი ქალი – თეონა შამილაძე; II გლეხი – რამაზ ღორჯომელაძე; III გლეხი – გიორგი ფირცხალაშვილი; რაზმელები, გლეხები – ზურაბ გორგილაძე, თორნიკე ბარამიძე, ქეთა ბარამიძე, ანი შათირიშვილი. 

ბათუმის დრამაული თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქანთარიამ თავის პირველ წარმოდგენად ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის პიესა „შერცხვენილნი“ აირჩია. ამ პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რეჟისორმა ახალი სათაური - „სოფელსა შინა“ მოუძებნა. 

მძაფრი სიუჟეტი, მკაფიოდ დახატული პერსონაჟები, ამბის ჯავახიშვილისეული  სიღრმე, სოციუმის ფართო სპექტრი, ნათლად საგრძნობი სიმბოლიკა, რაც საქართველოს ბედზე დააფიქრებს მაყურებელს, ესაა ის შემოქმედებითი ხიბლი და ინტრიგა, რასაც მომავალი სპექტაკლი გვთავაზობს. 

კლასიკა მარად თანამედროვეა . . .