რეპერტუარი

  • სტალინი 1902 წელს ბათომში

  • ავტორი: მიხეილ ბულგაკოვის პიესის „ბათომი“–ს მიხედვით (თარგმანი და სცენური ვერსია ირაკლი სამსონაძე)
  • რეჟისორი: ალექსანდრე ქანთარია
  • ქრონომეტრაჟი: 200 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 10 ნოე 2023

ორ მოქმედებად

მიხეილ ბულგაკოვის „ბათომი“ გადმოგვცემს XX–ე საუკუნის დასაწყისის შფოთით, რევოლუციური განწყობებით სავსე ეპოქას, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორიც იყო იოსებ სტალინი. რა კვალი დატოვა მან ბათუმში? როგორ, რა სახით, მოუტრიალდა იოსებ სტალინი მშვიდ, ზღვისპირა ქალაქს? – ამას სპექტაკლში იხილავთ, რომელსაც დადგამს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ალექსანდრე ქანთარია. 

  • სახლი ღრუბლებში

  • ავტორი: რევაზ ნაჭყებიას პიესის მიხედვით
  • რეჟისორი: პეტრე ჩარგეიშვილი
  • ქრონომეტრაჟი: 55 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 04 ოქტ 2023

ერთ მოქმედებად

„სახლი ღრუბლებში“ ავტორმა, რევაზ ნაჭყებიამ ჟანრულად ტრაგიკომედიად განსაზღვრა; თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზემოთ ხსენებული პიესა დიდი დოზით შეიცავს დრამატულ პასაჟებს. მამა-შვილის ისტორია. მამა ავადაა, შვილი ცდილობს მამის დაავადებას უწამლოს, ეს კი თამაშის გარკვეულ წესს ითხოვს მისგან. ამ დრამატულგიურ ღერძზეა აგებული პიესა, რომელმაც დამდგმელი რეჟისორი, პეტრე ჩარგეიშვილი დააინტერესა. დასამახსოვრებელ სამსახიობო დუეტს ველით სპექტაკლისაგანაც, რადგან მამა-შვილის მხატვრული გააზრება ბევრ სცენურ ვარიაციას გვთავაზობს. 

  • რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!

  • ავტორი: ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით
  • რეჟისორი: ალექსანდრე ქანთარია
  • ქრონომეტრაჟი: 95 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 10 მარ 2023

კომედია ერთ მოქმედებად

თეატრალურ ნიღაბს ორი სახე აქვს, ერთი ტირის, მეორე - იცინის. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქანთარიამ ამჯერად თეატრალური ნიღბის ის მხარე აირჩია, რომელიც მაყურებელს აღიმებს, მეტიც შეილება ითქვას, გულიანად ახარხარებს, რადგან ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ავქსენტი ცაგარელის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ უნდა განხორციელდეს. დასამახსოვრებელი ხასიათები, ჩამთრევი სიუჟეტი, ფერადოვანი სამყარო, კომედიისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე, რაც ასე იზიდავს თეატრალური ხელოვნების ჭეშმარიტ მოყვარულებს. გილოცავთ ამ ახალ თეატრალურ ფოიერვერკს . . .

  • სოფელსა შინა

  • ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილის პიესის „შერცხვენილნი“-ს მიხედვით
  • რეჟისორი: ალექსანდრე ქანთარია
  • ქრონომეტრაჟი: 120 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 27 იან 2023

ორ მოქმედებად

ბათუმის დრამაული თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქანთარიამ თავის პირველ წარმოდგენად ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის პიესა „შერცხვენილნი“ აირჩია. ამ პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რეჟისორმა ახალი სათაური - „სოფელსა შინა“ მოუძებნა. 

მძაფრი სიუჟეტი, მკაფიოდ დახატული პერსონაჟები, ამბის ჯავახიშვილისეული  სიღრმე, სოციუმის ფართო სპექტრი, ნათლად საგრძნობი სიმბოლიკა, რაც საქართველოს ბედზე დააფიქრებს მაყურებელს, ესაა ის შემოქმედებითი ხიბლი და ინტრიგა, რასაც მომავალი სპექტაკლი გვთავაზობს. 

კლასიკა მარად თანამედროვეა . . .