ქართულმა თეატრმა იმთავიდან შეიყვარა, თავის წიაღში შემოიმკვიდრა ნოდარ დუმბაძის უაღრესად თეატრალური ლიტერატურული მემკვიდრეობა. „მე ვხედავ მზეს“ ჩვენი სასიქადულო მწერლის კიდევ ერთი სცენური ვერსიაა, რასაც რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი გვთავაზობს.
რეჟისორი მალხაზ ასლამაზაშვილი ბათუმელ მაყურებელს მარტინ მაკდონას პიესას - „როცა გადაუღებლად წვიმს“ წარუდგენს. ხანდაზმული დედის ახირებებს შეწირული ქალიშვილის მწარე ისტორია და მარტოდ დარჩენის მძიმე ხვედრი, - ეს მძაფრი ადამიანური დრამა გულგრილს არავის დატოვებს . . .
გამოჩენილი პოლონელი დრამატურგის, სლავომირ მროჟეკის „ემიგრანტები“ საქვეყნოდ გახმაურებული პიესაა. თემის სიმძაფრე, გმირების აბსურდული და ამავე დროს ტრაგიკომიკური მოცემულობა გულგრილს არავის ტოვებს და ალბათ ესეცაა მიზეზი, რომ ეს ნაწარმოები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული. გაბრიელ გოშაძემ არჩევანი „ემიგრანტებზე“ შეაჩერა, პიესის რა ახალ ხედვას, რა გააზრებას შესთავაზებს რეჟსორი მაყურებელს? ამას ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ვიხილავთ.
რეჟისორმა კოტე აბაშიძემ ირაკლი სამსონაძის ორი პიესა - „მეთევზე ერთი, ორი“და ,,ყოფილების სარეცელი’’ ერთი სპექტაკლის სინამდვილეში გააერთიანა და ამ საინტერესო სცენიურ ვერსიას საერთო სათაური - „უცხო ცის ქვეშ“ მოუძებნა.
დიალოგის მნიშვნელობა მხოლოდ კომუნიკაციის დასამყარებლად არ გამოიყენება, ორ ადამიანს შორის ურთიერთობაში არსებულ ან არარსებულ დიალოგს მივყავართ რაღაც წერტილამდე. ხშირად, როცა წყვილი ხმამაღლა არ საუბრობს ურთიერთობაზე მაშინ ჩნდება უხილავი “კედელი” და ამ დროსსრულიად შეუძლებელი ხდება კომუნიკაციის დამყარება. მთავარი კითხვაა არა თუ ის, რომ მათ შორის აღმართული უხილავი “კედელი” დაინგრეს, არამედ შეძლებენ თუ არა გმირები კომუნიკაციის დამყარებს, რაც პირდაპირკავშირში იქნება “კედლის” ჩამონგრევასთან.
მიხეილ ბულგაკოვის „ბათომი“ გადმოგვცემს XX–ე საუკუნის დასაწყისის შფოთით, რევოლუციური განწყობებით სავსე ეპოქას, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორიც იყო იოსებ სტალინი. რა კვალი დატოვა მან ბათუმში? როგორ, რა სახით, მოუტრიალდა იოსებ სტალინი მშვიდ, ზღვისპირა ქალაქს? – ამას სპექტაკლში იხილავთ, რომელსაც დადგამს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ალექსანდრე ქანთარია.