რეპერტუარი

  • H E L L A D O S


  • ავტორი: ნოდარ დუმბაძის მიხედვით
  • რეჟისორი: პეტრე ჩარგეიშვილი
  • ქრონომეტრაჟი: 90 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 08 ივნ 2020

სევდიანი ამბავი ერთ მოქმედებად

ქართველ მაყურებელს განსაკუთრებით იზიდავს ნოდარ დუმბაძის მოთხრობების ვერსიებზე განხორციელებული სპექტაკლები.

,,HELLADOS” დიდებული მწერლის, ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი მოთხრობაა, რომელიც ბერძენი და ქართველი ბიჭის განცდებზე, სამშობლოს, მეგობრის სიყვარულზე და მათ ტრაგიკულ ხვედრზე გვიამბობს.

რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი, სწორედ ამ მოთხრობის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს სთავაზობს ბათუმელ მაყურებელს.

პრემიერა ეძღვნება ლაშა კუხიანიძის ხსოვნას

ბათუმი სილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის და სპექტაკლ "HELLADOS"-ის პარნიორია, აკად . ბ. ნანეიშვილის ფსიქიკური ჯამრთელობის ეროვნული ცენტრი და ბათუმის სამედიცინო ცენტრი

  • კლასიკური კოპროდუქცია


  • ავტორი: კატაჟინა კნიხალსკა
  • რეჟისორი: იაცეკ გლომბი
  • ქრონომეტრაჟი: 75 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 02 ოქტ 2019

ქართულ-პოლონური სპექტაკლი ერთ მოქმედებად

პოლონელმა დრამატურგმა კატაჟინა კნიხალსკამ ,,კლასიკური კოპროდუქციის“ პიესა ორი სამსახიობო ჯგუფის - ელენა მოდჟეიევსკას სახელობის ლეგნიცისა და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების საუბრებსა და იმპროვიზაციაზე დაყრდნობით შექმნა. სწორედ რეპეტიციების პროცესში გამოიკვეთა ის თემები, რომლებიც საფუძვლად უდევს სპექტაკლის შემადგენელ ექვს სურათს. თითოეული  სურათი დამოუკიდებელ, მთლიან ერთეულს წარმოადგენს, თითოეული მათგანი სხვადასხვა სპექტრით  წარმოაჩენს საქართველოსა და პოლონეთის გადაკვეთის წერტილებს, ეს შეიძლება იყოს მსგავსი ისტორიული წარსული, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პიროვნება, საერთო ტრავმები, მსგავს ეროვნულ კომპლექსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში წამოჭრილ თემებს სერიოზული ხაზი გასდევს თან და ზოგიერთი მათგანი შეიძლება მკტივნეულიც კი იყოს, გირჩევდით მსუბუქად შეხედოთ მათ - ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მხოლოდ თეატრალური შთაბეჭდილებების კონაა, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, სამსახიობო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ აკინძული.

სპექტაკლის მეტათეატრალური ფორმა და  გადაწყვეტა საშუალებას იძლევა თვითკრიტიკითა და ღიმილით შევხედოთ ხშირ შემთხვევაში არც თუ სასიამოვნო ეროვნულ პრობლემებს. თეატრალური დადგმა არ  მოგვითხრობს ამბავს პოლონურ-ქართულ მეგობრობაზე, არ აღმოაჩენს უნივერსალურ სიმართლეს არც ერთ მოცემულ ქვეყანაზე, არამედ საშუალებას მოგვცემს დავინახოთ საკუთარი თავი მეორე, უცნაური ქვეყნის პერსპექტივიდან, რომლის შესახებაც, სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ - ქართველმა და პოლონელმა მაყურებელმა - არაფერი არ ვიცით.

სპექტაკლის შექმნასა და მის განხორციელებას აფინანსებს ქვედა- სილეზიის თვითმმართველობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

  • მინის სამხეცე


  • ავტორი: ტენესი უილიამსი
  • რეჟისორი: იან ნოვარა (პოლონეთი)
  • ქრონომეტრაჟი: 120 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 10 აგვ 2019

დრამა ერთ მოქმედებად
თარგმნა მირანდა გურგენიძემ

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის „დიდი სცენა“ სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. ცნობილი პოლონელი რეჟისორი იან ნოვარა გამოჩენილი ამერიკელი დრამატურგის პიესას დგამს. ტენესი უილიამსის „მინის სამხეცე“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული სხვადასხვა ინტერპრეტაციით. 

შეუძლებელია არ მოგნუსხოს, არ შეგძრას პიესაში მოთხრობილმა ადამიანურმა დრამამ. ერთი ოჯახის ისტორია _ დედა და მისი ქალ-ვაჟი. მათი ილუზიები ცხოვრებაზე მინასავით სათუთია, ცხოვრება კი მკაცრია, ცხოვრებაში ვერ ხეირობენ ის ნოქრები, ვინც გასაყიდი ფეხსაცმლის ყუთის ხუფზე ლექსებს წერენ. ამ ოჯახის სამივე წევრს თავისი ოცნება აქვს; ისინი მართლაც მოგვაგონებენ მინის კოლბაში მოქცეულ გმირებს. როგორ ინგრევა ადამიანური ოცნებები „მინის სამხეცეთში“? _ აი, ამ ისტროას გვიამბობს ეს საქვეყნოდ გახმაურებული პიესა. 

  • ხანუმა


  • ავტორი: ავქსენტი ცაგარელის კომედიის მიხედვით
  • რეჟისორი: ანდრო ენუქიძე
  • ქრონომეტრაჟი: 200 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 24 აპრ 2019

ავქსენტი ცაგარელის კომედიის მიხედვით ორ მოქმედებად

ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ განსაკუთრებით იზიდავს მაყრებელს პერსონაჟთა კოლორიტული ბუნებითა და კომედიური ჟანრის ოსტატურად მოხმობილი ხერხებით.
პიესა მსოფლიოს არაერთ სცენაზე განხორციელებულა სხვადასხვა ინტერპრეტაციით. „ხანუმა“-ს თავისებურ, ორიგინალურ გააზრებას სთავაზობს დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძეც, რომელიც სრულიად მოულოდნელ, მრავალმხრივ საინტერესო ფუნქციას შესძენს „კნიაზ“ ვანო ფანტიაშვილს. 
რა ხილვა ეწვევა ხანუმასგან გაცუცურაკებულ თავადს?
პასუხს ამ კითხვაზე ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე იხილავს მაყურებელი.

  • KLDIASHVILI.GE #იმედითადამოთმინებით .


  • ავტორი: დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით
  • რეჟისორი: ანდრო ენუქიძე
  • ქრონომეტრაჟი: 60 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 27 მარ 2019

დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით ერთ მოქმედებად

კლასიკა არ ბერდება.
უკვდავია დავით კლდიაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც ღიმილნარევი სევდითა თუ მძაფრი ადამიანური ტკივილებითაა აღბეჭდილი და ყველა დროში პოულობს გამოძახილს . . .
ნიშანდობლივია, რომ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანდრო ენუქიძემ კლასიკურ რეპერტუარზე შეაჩერა არჩევანი.
თეატრის განახლებულ კედლებში ჩვენი დიდი კლასიკოსის მარად ცოცხალი სიტყვა დაისადგურებს და კიდევ ერთხელ განისაზღვრება კლდიაშვილისეული იმედის ძალა და მოთმინების საზღვარი.