რეპერტუარი

  • რამდენი დემონიც გნებავთ


  • ავტორი: იეჟი პილხის რომანის მიხედვით
  • რეჟისორი: იაცეკ გლომბი (პოლონეთი)
  • ქრონომეტრაჟი: 100 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 02 სექ 2016

დეტექტიური თრილერი ერთ მოქმედებადიეჟი პილხის რომანის მიხედვითთარგმნა მარია ფილინამ და ირაკლი სამსონაძემ

,, ...რამდენი დემონიც გნებავთ"- იეჟი პილხის მოთხრობის მიხედვით, პოლონელი რეჟისორის, იაცეკ გლომბის რეჟისორობით, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული თეატრალური თრილერია. სამხრეთ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში , სადაც რელიგია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და სადაც იმდენი რწმენაა რამდენი სახლიც დგას, იკარგება ახალგაზრდა გოგონა. მთელი სოფელი ერთვება მის ძებნაში. იქნებ სახლიდან გაიქცა? იქნებ გონიეცის ყოვლისშემძლე ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰყავთ იგი დამწყვდეული? სოფლელთაგან ერთ-ერთმა ხომ არ გამოასალმა გოგონა სიცოცხლეს? ანდაც შესაძლოა ყველაფრის უკან ის დემონები დგაგან ასე ხშირად რომ ახსენებენ სოფლის მცხოვრებლები? რა იცით, რომ ისინი არ არიან შემოქმედნი ყოველივე ცუდისა რაც ჩვენში არსებობს? სიბნელით მოცულ კრიმინალში ყოველ წევრს საკუთარი დიდი თუ პატარა საიდუმლო გააჩნია. აქ რაციონალური და ზებუნებრივი სამყარო ერთმანეთს ერწყმის და თქვენზეა დამოკიდებული ამათგან რომელს იწამებთ. ისტორია ერთმანეთში აერთიანებს ჩახლართულ კრიმინალურ გამოცანას, გამორჩეულ იუმორსა და ფუნდამენტურ კითხვებს ადამიანის ბოროტი ბუნების შესახებ.

  • თეთრი ბაირაღები


  • ავტორი: ნოდარ დუმბაძის
  • რეჟისორი: გოგი ქავთარაძე
  • ქრონომეტრაჟი: 120 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 24 აპრ 2016

პიესა ორ მოქმედებად ნოდარ დუმბაძის

ხშირად აღუნიშნავთ, რომ ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული გმირები თითქოსდა სცენისთვის არიანო შექმნილნი.
ცნობილი ქართველი რეჟისორი, გოგი ქავთარაძე ბათუმის დრამატული თეატრის „ახალ სცენაზე“ „საბრალდებულო დასკვნის“ თავის ვერსიას შესთავაზებს მაყურებელს. 
ჩაკეტილი, გისოსებს მიღმა დარჩენილი სამყარო, სადაც ხასიათების მთელი გალერეაა, სადაც ადამიანური ვნებების კასკადია. 
მსგავსი ისტორიები ყველა დროში უყვარდათ, ეყვარებათ კიდეც...

  • უფრო ახლოს


  • ავტორი: პატრიკ მარბერი
  • რეჟისორი: ნინი ჩაკვეტაძე
  • ქრონომეტრაჟი: 110 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 08 აპრ 2016

პატრიკ მარბერის პიესა ორ მოქმედებად

რა ხდება მაშინ, როდესაც მოულოდნელად თავს გვატყდება შეგრძნებები, რომელთა გაკონტროლების ძალა არ შეგვწევს? რა არის ვნება? საიდან ჩნდება? ვიცით კი, კონკრეტულად რომელ წამს იბადება ესა თუ ის შეგრძნება? რატომ ვანგრევთ ადამიანები ურთიერთობებს? რატომ გვეშინია იმ ემოციების, რომლებსაც ვერ ვუმკლავდებით? ვნება იარაღია, რომელის არასწორად წარმართვის შემთხვევაში, შედეგი შესაძლოა კატასტროფული იყოს. სიყვარული ვნების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ვნება ზოგჯერ უსიყვარულოდაც ჩნდება. 


,,უფრო ახლოს“ ეს არის სპექტაკლი სიყვარულზე, მოულოდნელად გაჩენილ სურვილებზე, ემოციურ შიმშილზე, მარტოობასა და მძაფრი შეგრძნებების მოთხოვნილებაზე. ადამიანებზე, რომლებიც ვერც უერთმანეთოდ ძლებენ და არც ერთად ცხოვრება შეუძლიათ. ოთხი პერსონაჟის უცნაურად ჩახლართული ოთხკუთხედი, რომელიც საბოლოოდ შემზარავი შედეგით სრულდება. ეს არის ისტორია ადამიანებზე, რომლებიც მთელი ცხოვრება ეძებენ სიყვარულს და როცა პოულობენ, შენარჩუნების მაგივრად, ყველაფერს ანგრევენ. უფრო მეტის მოთხოვნილება, შეგრძნებების თავიდან განცდის საჭიროება, მარტო დარჩენის შიში და ეგოიზმი - აი ეს არის ის, რაშიც პიესის გმირები ხვდებიან და გამოსავალის პოვნიც მცდელობები, კიდევ უფრო დიდ პრობლემებს უქმნით.
 

  • ზამთრის ზღაპარი


  • ავტორი: იგნას კორნელისენი
  • რეჟისორი: ტარეკ ისკანდერი (დიდი ბრიტანეთი)
  • ქრონომეტრაჟი: 70 წთ.
  • პრემიერის თარიღი: 21 ნოე 2015

კომედია ერთ მოქმედებად

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზღაპრის ბოლო ერთია - სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, სიყვარული კი სიძულვილს, მკითხველი თუ მაყურებელი მაინც მოუთმენლად ელის ამ მაგიურ ჟანრში მოგზაურობას. 
ბრიტანელი რეჟისორი ტარეკ ისკანდერი ახალ სცენაზე წარმოადგენს იგნასი კორნელისენის პიესას - „ზამთრის ზღაპარი“.
ნაწარმოების ბოლო აკორდია ერთ-ერთი პერსონაჟის სიტყვები : „ ამ ამბის მორალია...“ როგორც ხედავთ, დრამატურგი სამი წერტილით ასრულებს ისტორიას. 
რა უნდა იყოს „ზამთრის ზღაპრის“ მორალი ? ამაზე სპექტაკლის ნახვის შემდეგ ჩავფიქრდეთ...